ტიკარაძე – მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.

„შემდეგი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს. „ფაიზერის“ შემოტანის ვადები არ გადახედილა, პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულად მოხდეს ვაქცინების შემოტანა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მანამდე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა დაჩქარებულ ვადაში. კერძოდ, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიშემოვა, თუ არა საქართველოში ჩინური ვაქცინა – ტიკარაძის განმარტება
შემდეგი სტატია“სტრატეგია აღმაშენებელი” – ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!