ტიკარაძე – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლა არის, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – „ემპათიას“ შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია
შემდეგი სტატიამდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა