ტიკარაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე – ველოდებით დასკვნას

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, ველოდებით დასკვნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ იმ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ესეთი რამ ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი ალბათ გაგვიჭირდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი ოპოზიციაზე – 6 თვეა ვერ გარკვეულან საით არიან, საქართველოსკენ, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს