ტიკარაძე – კოვიდსამკურნალო დაწესებულებებს ორშაბათიდან ათასი საწოლი დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კოვიდსამკურნალო დაწესებულებებს ათასი საწოლი დაემატება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ორშაბათიდან უკვე იქნება 6 500 საწოლი.

„საწოლებს რაც შეეხება, ორი დღის წინ გამოიცა დამატებით ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ათასი საწოლის დამატებას, აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500 საწოლი, აქედან გამომდინარე, საწოლების დეფიციტი არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ტესტირებას მინისტრის თქმით, გამოიყენება როგორც პისიარ, ასევე სწრაფი ტესტები და მათი მარაგის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ არის.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვტესტავთ 27-დან 30 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს და ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. 27-ში ჩვენ კორეიდან ველოდებით დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში, რომელიც ჩამოვა მილიონის ოდენობით, შემდეგი ტვირთი ჩამოვა ცოტა მოგვიანებით, ნახევარი მილიონის ოდენობით, დღეს ქვეყანაში კიდევ არის 40 ათასი პისიარ ტესტი, რომელიც არის საკმარისი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინარმანია – დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობა – ბრალდებულებს საქალაქომ პატიმრობა შეუფარდა