ტიკარაძე – კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია

“იმისათვის რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია, ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა. ვინაიდან უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობა მოქალაქეების არის აცრილი, მოგვეცა საფუძველი რომ დაგვედგინა, თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ 1 ან 2 დოზით იყო აცრილი.

ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2.13%. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა და არცერთი დოზა არ ჰქონდათ ჩატარებული” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ, განცხადის წარდგენა უფასოა და დოკუმენტი პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცემა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება