ტიკარაძე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტარდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი კონსულტაციები როგორც ბიზნესთან, ასევე სამთავრობო წრეეში და ასევე ყველა იმ ექსპერტთან, რომელიც ჩართულია როგორც ეპიდემიოლოგიური მართვის კუთხით, ასევე სხვა დანარჩენი რეკომენდაციების კუთხითაც.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმაზე, რომ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები. ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია იმ სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს და შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის ბეკეტი, რომ მივუბრუნდეთ ყველაზე მკაცრს შეზღუდვებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე
შემდეგი სტატიასამთავრობო პროგრამით, 2021-2024 წლებში, საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები შეიქმნება