ტიკარაძე – ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას – ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს

ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება. ეკატერინე ტიკარაძე, სავარაუდოდ, მათთან შეათანხმებს იმ დეტალებს, თუ როგორ წარიმართება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

“დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქვინაციით. დღევანდელი შეხვედრ, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენ მოაქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში”, – თქვა ეკტერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანუნუ მიცკევიჩი – წელს, კოვიდის დიაგნოზის მიზეზით, არც ერთი გამოსაცდელი პირი გამოცდიდან არ მოიხსნება