ტიკარაძე: გადასახადები, რაც დღეს მოქალაქეებს ბიუჯეტში შეაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეფექტურად დაუბრუნდეთ

რეფორმა ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება. გადასახადები, რაც დღეს მოქალაქეებს ბიუჯეტში შეაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეფექტურად დაუბრუნდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და მყისიერად ვერ ამოქმედდება. პროცესში ჩართული არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება, ვინაიდან, ზოგადად სოციალური საჭიროებები იმდენად ცვლადია, რომ ევროპის ქვეყნები მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, პერიოდულად ახორციელებენ ცვლილებებსა და ახალი საჭიროებების იდენტიფიცირებას. ეს კანონი მუდმივად საჭიროებს გადახედვას და საქართველოს მიზანიც ესაა, რომ დავადგინოთ დღევანდელი სტატუსი და რა არის მოქალაქეების საჭიროება, რათა შემდეგ ეს კანონი ეტაპობრივად დაინერგოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგიული ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ აიღოს”
შემდეგი სტატიაესპანეთის პრემიერი ხვალ პატიმრობაში მყოფ კატალონიელ ლიდერებს შეიწყალებს