ტიკარაძე: ეს პანდემიის დამარცხების გზაზე ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა

აშშ-მ ქვეყნების დასახმარებლად 25 მილიონი დოზა ვაქცინა გამოყო, მათ შორის, საქართველოსთვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების მობილიზების პროცესში მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, რისთვისაც მან ელჩებს და პროცესში მონაწილე ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე შემდეგი ეტაპი იწყება, რომელიც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს. ტიკარაძე ამბობს, რომ ეს პანდემიის დამარცხების გზაზე ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა.

„მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პროცესში. ელჩების დახმარებით შევძელით მიგვეღწია წარმატებული კონტრაქტისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარს, რომლის აქტიური ჩართულობითაც ეს პროცესი წარმატებით განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შემდეგი ეტაპი, რომელიც იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლის გზაზე, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომლითაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ მოვახდინოთ გარდატეხა და მსოფლიოსთან ერთად დავამარცხოთ პანდემიის ვერაგი ზეგავლენა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის მეთაური: აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა
შემდეგი სტატიასაქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ