ტიკარაძე – დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3700-მდე ადგილია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7300-მდე აქტიური შემთხვევაა.

„დინამიკა არის სტაბილური, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის, თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივში, მომხმარებელმა „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრა
შემდეგი სტატია“კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება”