ტიკარაძე – დღეიდან საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეიდან დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის. ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტალში ექიმებს საშუალება ექნებათ მომსახურება გაუწიონ, როგორც მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როცა ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება.

“საველე ჰოსპიტალი მოწყობილია სრული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდპანდემიის მართვის პირობებში განსაკუთრებით საჭიროა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ყველა საწოლი ჟანგბადის მიწოდებით. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ მომსახურება გაუწიონ, როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურის და რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და გააჩნიათ ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით. საველე ჰოსპოტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალიურ სექტორში”,-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
შემდეგი სტატიატიკარაძე – არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, მინდა, ვთხოვო ყველას, ამის დრო არ არის