ტიკარაძე – არ ვარ ჩართული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში არ არის ჩართული, რადგან მისი თქმით, ამის უფლება არ აქვს.

„არ ვარ ჩართული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში, რადგან ამის უფლება მე არ მაქვს. კონსილიუმი მსჯელობდა, მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რაიმე რისკები არ შეინიშნებოდა, თუმცა მისი პირადი ექიმიდან გამომდინარე და მისი თხოვნით, დღეს შეიკრიბება კონსილიუმი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ჯგუფი არის მზად, აწარმოოს აქტიური მონიტორინგი. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ექიმების აქტიური ჩართულობა, ამიტომ ადმინისტრაციული რგოლი იქნება ნაკლებად ჩართული, თუმცა ექიმებს ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ, რათა უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წინა სტატიაშიგამყრელიძე – ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვითარება ისევ უარესდება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე რუსთავის, მარდალეიშვილის ცენტრში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს