ტიკარაძე: არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გუშინ, თელავში კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კონცერტს ეხმაურება და ამბობს, რომ “არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს”.

“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია და ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ეს ღონისძიება არ ტარდება, ტარდება მხოლოდ ჯილდოების გადაცემა, რომელიც იქნება სრულად დაცული იმ რეგულაციების ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებით [გუშინდელი კონცერტი] ჩვენ გვქონდა რა თქმა უნდა კომუნიკაცია, და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი დაბრალდეს ერთ უწყებას, ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან მიმართებაში, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებაში”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების შესაჩერებლად, შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება
შემდეგი სტატიაკვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს