ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მხოლოდ 55 კარდიოქირურგია და ეს კრიტიკული ზღვარია

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ორჯერ მეტი ექიმი მოდის, თუმცა, ზოგიერთი პროფესია დეფიციტურია, გეოგრაფიული განაწილება – ფრაგმენტული.

საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ტიკარაძემ თქვა, რომ ზოგ დარგში ექიმების კრიტიკული დეფიციტია, მაგალითად, მისი განცხადებით, საქართველოში სულ 345 რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია, რაც საჭიროზე 700-ით ნაკლებია. ასევე, ქვეყანაში მხოლოდ 55 კარდიოქირურგია, რაც კრიტიკული ზღვარია.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ თბილისში 1000 მოსახლეზე 11 ექიმი მოდის, რეგიონებში კი – 4.

​მისივე განცხადებით, ექიმების 12%, ანუ 28 000 სპეციალისტი ერთდროულად 4 ადგილას მუშაობს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ერთზე მეტ ადგილას მუშაობს ექიმების 42% – 10 000 ადამიანი.

ტიკარაძის თქმით, დაბალი ანაზღაურებით, პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნით და სერვისის მიწოდების წყვეტით არის განპირობებული.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ექიმების დიდი რაოდენობის ასაკი 70 წელს აღემატება, რაც ასევე პრობლემაა.

banner
წინა სტატიაში“ველოდი, ყველა უფრო დამნდობი, პარტნიორული იქნებოდა, მაგრამ ბულინგს არ გვაკლებდნენ”
შემდეგი სტატიატიკარაძე: ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა