ტიკარაძე – ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს

ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებითინიციატივები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული თამაშის მონაწილეები მგონია
შემდეგი სტატიამეზობლების ინფორმაციით, თბილისში მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა