25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

TI: ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც 492 390 ლარი დაიხარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დაიხარჯა,- ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, მუნიციპალიტეტმა შეიძინა 7 ერთეული Renault Duster (მიმწოდებელი: სს „ფრანს ავტო“) და 1 ერთეული Ford Kuga (მიმწოდებელი: შპს „ჯითი მოტორსი“).

“5 ავტომობილი უშუალოდ ზუგდიდის მერიამ ტენდერით შეიძინა, თითო კი შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარმა“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ და ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ შეისყიდეს.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ.

ახალი ავტომობილებით ზუგდიდის მერი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ და შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარის“ დირექტორები სარგებლობენ“, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

banner
წინა სტატიაშიადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, დიდია მოლოდინი იმისა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს