თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ – მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა – ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო” ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, შემოსავლის შესახებ ინფორმაცია თავად მოსამართლის მიერ შევსებულ 2019-2023 წლების დეკლარაციებშია მითითებული.
სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება,” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მაგალითად, 2023 წელს გასაჯაროებულ დეკლარაციაში მიხეილ ჩინჩალაძეს მითითებული აქვს, რომ მისმა მეუღლემ და შვილმა, ჯამში, 20 400 აშშ დოლარი მიიღეს საჩუქრის სახით მეუღლის დედისგან.
მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეებს შორის, რომელსაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა დაუწესა.