TI – საარჩევნო და სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა

არასამთავრობო ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას წერს, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმა განხორციელდა.

“ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები იყო: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, თვითმმართველობის ერთეულების გაუქმება”, – წერია დოკუმენტში.

TI წერს, რომ დახვეწას საჭიროებს: ეთიკის კოდექსი, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია.

ხოლო, პროგრესულად შეფასებული კანონებია: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, შშმ პირებზე ახალი კანონი, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის ზედამხედველობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის – “სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირება და მისგან გამომდინარე ცვლილებები.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანემ დედა სოსანა კომენდანტის საათის დროს ქუჩაში დატოვა – დედაოს კომენტარი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაელისაშვილი – უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება