25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

TI: მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს ყველა, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დანაშაული ჩაიდინა

„ფარსი და მართლმსაჯულების კარიკატურა“ – ამ შეფასებას აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა სისხლიანი დარბევებიდან” – თითქმის 2 წლის შემდეგ სპეცრაზმელების დაკავებას.

ორგანიზაცია პირდაპირ წერს რომ მხოლოდ ხუთი პირის დაკავება, მაშინ როდესაც 200-ზე მეტი ნაწამები ადამიანი არსებობს საკმარისი არ არის და მასობრივი ძალადობის ყველა მონაწილე უნდა გასამართლდეს.

” გენერალური პროკურორატურის გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დროის გასვლის შემდეგ, ბრალი წაუყენოს მხოლოდ 5 მოძალადე პოლიციელს, მცირედადაც არ პასუხობს 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და სისასტიკეს”- წერს ორგანიზაცია.

TI-ის განცხადებით, “პროკურატურის განცხადება ასახავს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა განზრახვასა და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, თავი აარიდოს დანაშაულის ადექვატურ შეფასებას, დანაშაულის სრულად გამოძიებას და დანაშაულის ყველა მონაწილის – ამსრულებელი იქნება, ორგანიზატორი, წამქეზებელი თუ დამხმარე – მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.”

განცხადება სრულად: https://shorturl.at/nMUeH

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის საკითხზე 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებენ