3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

TI: ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ეხმაურება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს.

“2025 წლის 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი უკიდურესად რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დანაშაულად აცხადებს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობის გარეშე უცხოეთიდან მიღებულ ნებისმიერი სახის სახსრებს. თუნდაც ისინი ჩვეულებრივი კანონით დაშვებული მომსახურების გაწევის ანაზღაურების მიზნით იქნეს გაცემული და მიღებული.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომლის ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებები ზრდის კრიტიკული აზრის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და შერჩევითი გამოყენების რისკს.

ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოსაზრებებიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფთ არ მოეწონოთ”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

banner
წინა სტატიაში“საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება”- ბერნარდ გეტა
შემდეგი სტატიადააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია