“თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა” – ბრალდებულის ბიძაშვილი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი მისი ნათესავის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირს უარყოფს. მისივე თქმით, ნოზაძე და ჯანჯღავა მეგობრები იყვნენ:
“თამთა არც მომხმარებელი ყოფილა და არავითარი კავშირი არ აქვს ნარკოტიკებთან. ნარკოლოგიურშიც ჰყავდათ და არ ამოუგდო არაფერი. არ ვიცი, ნოზაძეს რატომ ეძახდა “ჩამოეთრიე შე ბარიგაო”. როგორც ვიცი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. მანამდე თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა. სხვაგან იყო თამთა და მან დაურეკა. მეგობრები იყვნენ. მეც კი მისაუბრია მასთან, როცა თამთას ტელეფონზე დაურეკავს”, – განაცხადა გვანცა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადარეიშვილი არ ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი შესთავაზეს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა