თვითონ ესროლეს – კობახიძე ენმ-ს ოფისის დაცხრილვაზე

„მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება და მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე მაქვს, თუმცა, დაველოდოთ.

ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ.“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, მისი აზრით, თავად ესროლეს თუ არა ბანერს, კობახიძემ აღნიშნა: „რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს „ნაცმოძრაობის პარტიას“. იმისთვის გააკეთეს, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობის“ პლაკატი „დაჭრეს“ და „ნაცმოძრაობას“ ერჩის „ქართული ოცნება“. ნუ, სისულელეა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიუმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი: ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე