“თვითონ დაელოდოს ციხეში და ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან”

PETRIASHVILI“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მთავარ როლს ლევან მურუსიძე ასრულებს, რომლის სისტემაში დარჩენაც თეა წულუკიანს უკავშირდება.

„სასამართლო სისტემაში ბოგინობს მურუსიძე, რომლის სასამართლოში შენარჩუნებაში, შემობრუნებაში დიდი როლი მიუძღვის თეა წულუკიანს. ის ადამიანები 7-7 წლით გაამწესეს ციხეში, გაამწესა ციხეში მურუსიძის ხელქვეითმა ბუგიანიშვილმა, ახლა წულუკიანი ოჯახებს, მეუღლეებს, შვილებს სთავაზობს, რომ დაელოდონ, ის ადამიანები დაელოდონ ციხეში, და თვითონ დაელოდოს კაბინეტში, თვითონ დაელოდოს ციხეში და ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორი სიჩქარით მისი შექმნილი სასამართლო სისტემიდან ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა უნდა დაელოდოს შემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიტორბიორნ იაგლანდი: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად
შემდეგი სტატიაავღანეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანულმა სატვირთო თვითმფრინავმა