„თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო? აქ უამრავი კითხვა ჩნდება“ – მეუფე იოანე

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილთან დაკავშრებით, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დასადგენია და რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა სასულიერი პირები კომენტარებს აკეთებენ.

რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანეს თქმით, ბევრი რამე საქმეში ჯერ კიდევ ბუნდოვანია:

„არსებობს ელემენტარული ნორმა, უდანაშაულობის პრეზუმცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რას დაადგენს, ამიტომ ამის გარეშე ჩვენ რაიმე ბრალის წაყენება ან გამართლება არ გვაქვს. საფუძველი არ გვაქვს, რომ ვთქვათ ან “ხო”, ან “არა”. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს. მე. პირადად. ახლოს არ ვიცნობ, გამიგია, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ, უშუალო ურთიერთობა არ მქონია და რომ გითხრათ არც შევხვედრივარ პატრიარქთან შეხვედრებზე.

მის ჩემოდანში თუ ჩანთაში აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი შხამი, კალიუმ ციანიდი, იმდენად მოულოდნელია ეს ინფორმაცია, რომ ვართ გაკვირვებული, რატომ უნდა ჰქონოდა ეს და რა მიზნებს ემსახურება, ვერ გეტყვით. ვინ ჩადო, თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო? აქ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხი, ალბათ, გამოძიებამ უნდა გასცეს,“ – აცხადებს მეუფე იოანე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაგვარამია-ახვლედიანის ჩანაწერი – თალაკვაძე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს