სირიის ოპოზიციის განცხადებით, მათ რუსული ვეტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც სავარაუდოდ, დღეს თურქეთის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებული სუ-24-ის მფრინავებს ეძებდა, რომლებმაც კატაპულტირება მოასწრეს – ამის შეასხებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
დილით სირია-თურქეთის საზღვართან თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული მოიერიშე თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს. უკანასკნელი მონაცემებით, ორმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, აქედან ერთი, დაშვების მომენტში, ბოევიკების მიერ იქნა მოკლული. მეორეს ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.