თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე გადარჩენილები იპოვეს

კუბაში, ჰავანასთან მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე სამი გადარჩენილი მგზავრი იპოვეს, ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდებათ – ადგილობრივი გამოცემა Gramma “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე წერს.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც ჰავანასთან კატასტროფა განიცადა, 104 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია Cubana-ს ეკუთვნოდა. Boeing 737 ასრულებდა რეისს ჰავანა-ოლგინი. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიდადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა-შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასომხეთში კანონიერი ქურდების დევნა დაიწყო