33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

თვითმფრინავის გატაცების ყალბი სიგნალის გამო ცაში ისრაელისა და ბულგარეთის სამხედრო გამანადგურებლები აიჭრნენ

თელ-ავივისკენ მიმავალ სამგზავრო ლაინერზე Airbus A320 ტექნიკური გაუმართაობის გამო საგანგებო განგაში გამოცხადდა, რასაც ისრაელისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლების ჰაერში აჭრა მოჰყვა.

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, ინციდენტი თვითმფრინავის ტრანსპონდერის (სასიგნალო სისტემის) ხარვეზმა გამოიწვია, რომელმაც ავტომატურად გადასცა კოდი „7500“ — რაც ავიაციაში ხომალდზე უკანონო შეჭრას ან გატაცებას ნიშნავს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, რეისი თურქეთის გავლით დანიშნულების ადგილისკენ გაემართა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი ევროკომისიის ახალ აკრძალვას ბლოკავს: გასაწვევი ასაკის უკრაინელ მამაკაცებს საზღვარს მაინც გაუხსნიან
შემდეგი სტატიაჰორმუზის სრუტეში 8 500-ზე მეტი მეზღვაური ჩაიხერგა — ირანის მუქარის გამო მათი ევაკუაცია ვერ ხერხდება