თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო რუსეთში ხვალ გლოვის დღე გამოცხადდა

ხვალ, 26 დეკემბერს Ту-154-ის ავიაკატასტროფაში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა, რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა. “ხვალ რუსეთში საერთო ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა” – განაცხადა  პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში.

თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 დღეს დილით სოჭთან დაიკარგა რადარებიდან. ის სირიის პროვინცია ლატაკიაში მიემართებოდა და პრაქტიკულად, აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი, მათ შორის 65 მუსიკალური გუნდის წევრი და 9 რუსი ჟურნალისტი.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ძალოვან სტრუქტურებში ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის ქუჩაზე დაჭრილ მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატია30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს