8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა

ავიაკომპანია Air Arabia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა.

Flightradar24-ის ცნობით, თბილისიდან აფრენის შემდეგ თვითმფრინავმა გადაუფრინა აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას და თურქმენეთს, მაგრამ ავღანეთის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ მოტრიალდა და ისევ თბილისში გამოფრინდა.

ცნობისთვის, ირანის და ისრაელის საჰაერო სივრცე სამხედრო კონფლიქტის გამო დახურულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაურკვეველი დროით დაიხურა დუბაის და სხვა ქალაქების აეროპორტებიც.

banner
წინა სტატიაშიველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაირანმა ბაჰრეინში აშშ-ის ბაზას დაარტყა