„თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით“ – ზვიად ძიძიგური

აქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში კონსტიტუციის საყოველთა სახალხო განხილვის ფარგლებში თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თვითმმართველი ერთეულობის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, სანამ საკითხი განსახილველად პარლამენტში არ შევა:

„რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებას, ამაზე არცერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა. ეს პარლამენტში უნდა გადაწყდეს და პარლამენტში არ შემოსულა ეს თემა. საჯარო სივრცეში იყო საკითხები, რომელიც განიხილებოდა და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომენტარებს ვაკეთებდით. თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

„ყველა ოპოზიციონერი მუდმივად ითხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაჟორიტარულ-პროპორციულიდან, შერეული სისტემიდან და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე და განაცხადა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. შედეგად ვღებულობთ ისევ ხმაურს, რომ არ არის სამართლიანი იმიტომ, რომ ბონუსების სისტემა იქნება შემოღებული,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში(video) ირმა ინაშვილის გამოსვლამ კობახიძე გაამხიარულა
შემდეგი სტატიააჟიტირებული სახით მოლაპარაკე ქალბატონთან დებატებში ვერ შევალ – შარმანაშვილის და დოლიძის დაპირისპირება