თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულია მოწოდება, რომ ვიყოთ ერთიანები, ჩვენი პოზიცია ბოიკოტის რეჟიმია – ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე

“ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და “ქართული ოცნება” და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კი გაკეთებულია ცხადი მოწოდება, რომ ვიყოთ ერთიანები და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების ბოიკოტით.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე.

ლევან სანიკიძის განცხადებით – “ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და “ქართული ოცნება” და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით არის ჩანაწერი, ერთი არის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრმა არ შეიმჩნია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ საკითხს არ აყენებენ ეჭვქვეშ. მეორე, “ნაციონალური მოძრაობის” როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამ ყველაფრის მედროშეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაკეთებული.

პოლიტპატიმრებთან, ახალ არჩევნებთან, ცესკოთან მიმართებაში, ყველგან არის ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ვხედავთ ამას და ამ ჩანაწერს არ აქვს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, როდესაც ქუჩის დროს ჩვენ შევძელით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნა საერთაშორისო მასშტაბით, ზუსტად ასე ერთიანი პოზიციით უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების ბოიკოტით.” – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშივირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს – საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია
შემდეგი სტატიამივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – აშშ-ის ელჩი საქართველოში