თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკო-ც დააკვირდება

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. საქართველოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის საარჩევნო უწყებას 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2 რეგისტრირებული დამკვირვებელი ჰყავს.

ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპრეზიდენო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. არჩევნებს, რომლის შედეგადაც ალექსანდრ ლუკაშენკო მე-5 ვადით გახდა პრეზიდენტი, ბელარუსიში მასობრივი აქციები მოჰყვა.

5 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს, თურქეთის, იტალიის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლიტვის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავამ ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიაადვოკატი: “ოცნების” პოლიტიკური ნებაა, ნიკა მელია გატეხონ და გადაახდევინონ გირაო