თვითმმართველობის არჩევნები – თბილისში NDI-ის გრძელვადიანი დელეგაცია ჩამოვიდა

თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დელეგაცია ჩამოვიდა.

მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება. ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას.

NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ კი შედეგების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

„საქართველოში NDI-ის 15 საერთაშორისო დამკვირვებელი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით ჩამოვიდა. ისინი სხვადასხვა რეგიონებში საარჩევნო პროცესებს ადგილობრივ დონეზე გაუწევენ მონიტორინგს. დამკვირვებლები საქართველოში საარჩევნო პროცესის დასრულებამდე დარჩებიან. გარდა ამისა, წინასაარჩევენო პერიოდში ჩვენ ასევე დავაკვირდებით, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, ასევე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას,” – განაცხადა ლორა ტორნტონმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე კაჭარავას საქმის არსებითი განხილვა იწყება
შემდეგი სტატიააბასთუმნის ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს