თვითმმართველობის არჩევნები – „ლიდერთა საბჭო“ უბნების გადათვლას ითხოვს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აჯამებს „ლიდერთა საბჭო“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ერთმანეთს ხვდებიან.

„ლიდერთა საბჭო“ ერთიანი ანგარიშის მომზადებას გეგმავს,ს ადაც წარმოდგენილი იქნება 21 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევები:

„კარგად იყო ორგანიზებული პროცესიო, ორგანიზებული პროცესი საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო არჩევნების, იმას ვერ მიედრებით. რაც შეეხება ხმების მოპარვას, ნამდვილად კარგად იყო ორგანიზებული, ჩვენ ყველანი ვითხოვთ უბნების გადათვლას და ის, რომ არცერთ უბანს პრაქტიკულად ხელისუფლება არ ხსნის, ერთადერთი გახსნა და დარღვევა აღმოჩნდა, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ჩვენ გაგვძარცვა. ერთობლივად გავასაჩივრებთ ცესკოს შემაჯამებელ ოქმს და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ არჩევნებს სტრასბურგის სასამართლოში,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მმართველი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებასა და პროცესებში ჩარევაზე საუბრობს „ლეიბორისტების“ ლიდერიც.

„ყველა პარტიამ უნდა მოვითხოვოთ შედეგების გადათვლა გლობალურად, რათა გამოჩნდეს თეთრი და შავი და სარჩელიც ერთობლივი უნდა შევიტანოთ გადათვლის თაობაზე, როგორც კი შემაჯამებელი ოქმი იქნება სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, რათა კიდევ ერთხელ გავაშიშვლოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის კრიმინალი, რომელიც გვმართავს და თან ხეებს თხრის,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ეს არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების ხარჯზე“ – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს