თვითმმართველობის არჩევნები იქნება “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო მმართველობის შესუსტების, განდევნის არჩევნები

ნინო გოგუაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნებში სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა პარლამენტზე სრული საკონსტიტუციო კონტროლი დაამყარა.

„ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის გარდა არ არსებობს. არცერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება. თვითმმართველობის არჩევნები იქნება “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო მმართველობის შესუსტების, განდევნის არჩევნები. ის, ჩემი აზრით, არანაირ აუცილებლობას არ ხედავს, რომ თვითონ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა,“ – განაცხადა გოგუაძემ.

გოგუაძემ კახი კალაძის შესაძლო მერობის კანდიდატობაზეც ისაუბრა.

„ბატონი ბიძინასთვის კახი კალაძე არ არის საუკეთესო ვარიანტი, დიახ, მას აქვს დამოუკიდებელი ფინანსური წყარო, მაგრამ კახი კალაძემაც კარგად იცის, თუ ის წავა ბატონი ბიძინას სურვილების წინააღმდეგ და დამოუკიდებლობას გამოავლენს, ისეთი რისხვა დაატყდება საკუთარი გუნდისგან, როგორც დაატყდა ბატონ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ნარმანია უფრო იყო შესაფერისი ბატონი ბიძინას გემოვნებისთვის, ვიდრე კახი კალაძე,“ – აღნიშნა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის აზრით, “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არა მხოლოდ კონსენსუსს არ ემყარება, არამედ შიშებზეა დაფუძნებული. მან ასევე ეროვნულ ფასეულობებთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა.

„ეს კონსტიტუცია გარდა იმისა, რომ არ ემყარება კონსესუსს, არ ემყარება რაციონალურ მოსაზრებებს, ბევრი რამ ირაციონალური შიშებისა და ფობიების გამო მოხვდა კონსტიტუციაში. ერთ-ერთი მაგალითი იყო ოჯახის განმარტების ჩაწერა კონსტიტუციაში, ეს იყო ფობიური შიშით ნაკარნახევი განმარტება,“- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” საუბრისას განაცხადა.

“შეიტანეს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ ფასეულობაზე და თვითმყოფადობაზე. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო პრინციპი აღმოჩნდეს. ეს ადამიანები, ბატონი ნუკრი არ ფიქრობს, რომ ეროვნული ფასეულობა არის კულტურული, ან ისტორიული მემკვიდრეობა… ეს იმდენად ზოგადი ჩანაწერია, რომ საშიში ჩანაწერი ხება, რადგან სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს, როგორც ცენზურა, რადგან მისთვის ნებისმიერი მიუღებელი ადამიანის საქმიანობა, მოსაზრება შეიძლება შეაფასოს, როგორც შეუსაბამო ეროვნულ ფასეულობებთან და ამ ადამიანის საქმიანობა შეფასდეს, როგორც არაკონსტიტუციური,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძეს აქვს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების ამბიცია
შემდეგი სტატიასროლა ვაჟა ფშაველას პირველ კვარტალში – დაჭრილია ერთი ადამიანი