თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია – 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებსა და მერებს ირჩევდნენ.

დღეს დედაქალაქის მოსახლეობამ თბილისის მერი აირჩია.

ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩიეს.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული იყო 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.

მუშაობდა 3 644 საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო.

banner
წინა სტატიაშივაკის მე-12 უბანზე “ლიბერალის” ჟურნალიტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
შემდეგი სტატია54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი