თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოა – გლდანის ციხეში ნაპოვნი ყელგამოჭრილი პატიმრის ადვოკატი და ოჯახი გამოძიებას ითხოვენ

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების იმ საკანში, სადაც პატიმარი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით იპოვეს. იგი საპირფარეშოში თანასაკნელებმა ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარება უკიდურესად მძიმეა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით იხდის სასჯელს.

მის უფლებებს “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავს. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ადვოკატი და ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ იზიარებენ.

“გამომძიებლის ინფორმაციით, ვერ იქნა ნანახი საგანი, რომლითაც დაზიანებაა მიყენებული, ბუნებრივია თვითმკვლელობის შემთხვევაში არ დაიწყებდა ადამიანი იმ საგნის დამალვას, შესაბამისად თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოა. ოჯახი ითხოვს გამოძიებას, მათ შორის იმ კუთხით, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოება კონკრეტულ საკანში,“-აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, ოჯახი ასევე მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა ყველაფერი იქნას გაკეთებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციანტის გადასარჩენად.

banner
წინა სტატიაშიოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა
შემდეგი სტატია“ვარკეთილში” მომხდარის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში