„თვითმკვლელობამდე მეზობლებთან ჰქონდა კონფლიქტი“ -სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქციაზე, გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა, პროტესტის ნიშნად, თავი მოიკლა, თუმცა როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მამაკაცი ამ აქციამდეც გაღიზიანებული იყო და ყველას ეჩხუბებოდა.

„არ ვიცი, რის გამო, მაგრამ ბოლო დროს გაღიზიანებული იყო და ყველას გვეჩხუბებოდა,“ – უყვება „თაიმერს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თვითმკვლელობამდე მამაკაცს, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროსთან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე მოლაპარაკეებს მართავდა, მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა.

„ალბათ, გამოძიება დაადგენს, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, მაგრამ სიმართლე სინათლეაო, ამბობენ და ამიტომ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბიჭმა ერთ მეზობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეორეს კი – ფიზიკური,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის: ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და ალტერნატიულ ფართების დაქირავებაზე გამართა მოლაპარაკება.

banner
წინა სტატიაშიიძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: მეუფე დიმიტრის კისერზე ოპერაცია გაუკეთეს