თვითმკვლელობა პოლიციის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო – 22 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიაში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა.

დემურ სტურუა წერილში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მანქანაში ცემეს.

„გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“-წერს დემურ სტურუა.

წერილი 2016 წლის 7 მარტს, 20 საათსა და 10 წუთზეა დაწერილი.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. თვითმხილველების თქმით სახლში, სადაც სტურუამ თავი ჩამოიხრჩო, ღამით პოლიციის მანქანა იმყოფებოდა.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : ხალხი ხმას არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელიც ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს