თვითმხილველების ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერაზე, შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. ვერაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაიჭრა ქალბატონი, რომელიც ქუჩაზე მიდიოდა, ასევე დაჭრილია ორი მამაკაცი, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.















