თვითმხილველები ნიცას თავდასხმაზე: სხეულები ჰაერში დაფრინავდნენ როგორც კეგლები

nicaეგვიპტელმა ნაიდერ შაფეიმ ვიდეოზე გადაიღო მომენტი, როცა სატვირთოს მძღოლი მოკლეს. მან მანქანით 80-ზე მეტი ადამიანი გაიტანა. სავარაუდოდ, მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგანაც 18-მდე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია – ასეთია ოფიციალური საფრანგეთის პოზიცია ნიცას ტერაქტზე.

“ფოირვერკის დასრულებისთანავე, ხალხი სანაპიროზე იყო. მეც მათ შორის, საფრანგეთის ეროვნულ დღეს ვზეიმობდით. ხუთ წუთში, ფოირვერკის დასრულებიდან, ხალხი ქუჩაში სასეირნოდ გავიდა და უცებ ყვირილი გვესმის. მე დავინახე სატვირთო, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდიოდა. მე პირდაპირ სატვირთოსთან ვიყავი, მთავარ ქუჩაზე, მე ვნახე ხალხი სატვირთოს ბორბლებ ქვეშ, უკვე გატანილები. მან ჩემს წინ გააჩერა, სადღაც ერთ მეტრში – მას შუშიდან ვხედავდი, ჯერ ვიფიქრე, რომ ეს უბედური შემთხვევაა, რომ მან საჭე ვერ დაიმორჩინა და მას ყვირილი დავუწყე, რომ გაჩერებულიყო. მაგრამ ის არავის უყურებდა, უბრალოდ, კაბინაში მოძრაობდა, ნერვიულად, აგრესიულად, თითქოს რაღაცას ეძებდა. ხელები საჭეზე ეწყო და ვიფიქრე, რომ მან კონტროლი დაკარგა და სატვირთოს გაჩერებას ცდილობს, მაგრამ მან რაღაც აიღო, მომეჩვენა, რომ მობილური ტელეფონი და ისევ გავიფიქრე, რომ მას სასწრაფოში სურდა დარეკვა. ამ დროს პოლიცია მოვიდა, ზუსტად ჩემს უკან – მე პირით სატვირთოსკენ ვიდექი. და დავინახე, რომ მან იარაღი ამოიღო და პირდაპირ შუშიდან დაიწყო სროლა. ამ დროს პოლიციელებმა ხელი მკრეს და გადამისროლეს და მიბრძანეს გავქცეულიყავი. ისინი იმეორებდნენ degagez (მოდი აქ) და მე დაახლოებით 4 მეტრით უკან დავიხიე. ამოვიღე ჩემი ტელეფონი და გადაღება დავიწყე. მე არ გავქცეულვარ – უბრალოდ გავიყინე. ყველაფერი გადავიღე იქამდე, სანამ პოლიციელებმა ის მოკლეს. პოლიციელი ხედავდა, რომ ვიღებდი, ის აგრესიულად მიყვიროდა და მიბრძანა გავქცეულიყავი. მე უბრალოდ, დავიხარე, რადგანაც იქ ყვიროდნენ “ძირს, ძირს” სროლის გამო. მე მიწაზე დავწექი, მაგრამ გადაღებას ვაგრძელებდი და როცა პოლიციელი ისევ მომიახლოვდა, ის პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა, მიყვიროდა მე და ყველას სანაპიროზე, გვიბრძანა სირბილი – ვფიქრობ, ისინი ფიქრობდნენ, რომ სატვირთო დანაღმულია. და აქ მე გავაანალიზე, თუ რამდენად სერიოზულად იყო ყველაფერი და სხვასთან ერთად გავიქეცი” – ამბობს ეგვიპტელი ნაიდერ შაფეი.

აქწერ

პადი მულანი ჩრდილოეთ ირლანდიიდან ამბობს, რომ მსგავსი საშინელება არასდროს უნახავს. მისი თქმით, სატვირთო არსაიდან გამოჩნდა და ხალხის გაჭყლეტა დაიწყო.
“სატვირთო ტროტუარზე ავიდა ქუჩიდან და რაც გვესმდა, ეს იყო დარტყმები, ყვირილი და არეულობა… გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, სრული ქაოსი იყო, ვერ გავიგეთ რა ხდებოდა და რატომ ხდებოდა. ”

დამიან ალმო -ადგილობრივი გაზეთ Nice Matin-ის ჟურნალისტი: “სულ რამდენიმე წამის შემდეგ გამოჩნდა სატვირთო, რომელიც სასწაული სიჩქარით მიდიოდა, საბურავები ისეთი სიჩქარით მოძრაობდნენ, თითქოს უნდოდათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. ვხედავდი სხეულებს, რომლებიც ჰაერში დაფრინავდნენ, როგორც კეგლი სატვირთოს მიმართულებით. იყო ხმაური, ყვირილი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ”.

ტურისტი ლიუსი ნესბიტ-კომასკი რესტორანში იყო, რომელიც სანაპიროსთან მდებარეობს: “მეგობარს ვთხარი, რომ ეს არ გავს ფოირვერკს, რომ ეს გავს ბეირუთს სროლისას… უცებ ხალხმა ქუჩაში ყვირილი დაიწყო და რესტორნებში შემორბოდნენ. ყველა რესტორანი ღია იყო და ხალხი შემორბოდა. .. ეს ისეთი შოკისმომგვრელი იყო. გაოგნებული ვარ. არ მჯერა, რომ ეს ნიცაშიც მოვიდა და რომ მე მოვხვდი ამაში. ეს საშინელებაა. ”

ასე

შეგახსენებთ, რომ ნიცას ტერაქტი დღეს დილით ადრე მოხდა. ტუნისელმა ფრანგმა სატვირთო მანქანით ხალხი გაიტანა. დაღუპულია 84 ადამიანი. მათ შორის 10-მდე ბავშვი.
სამხრეთ საფრანგეთში ტერაქტის საშიშროების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

საფრანგეთში გლოვის დღე გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: “რუსთავი 2”-ის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც