თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით – კახა კალაძე

თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, მერია და გამგეობები მოსახლეობის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გატარდება რეფორმები, გაუმჯობესდება მუნიციპალური სერვისები.

“ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. საკრებულო მერის მოადგილეებთან ერთად გამგებლებიც უნდა დაამტკიცოს. თუმცა თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს. ოპოზიცია წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ უჭერს.

პრეტენზიები დეპუტატებს ძირითადად მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქვთ. ოპოზიცია ნიკოლოზ იგივე ნუგზარ ჭონქაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითებს, სადაც ხდება ძალადობისკენ მოწოდებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.

banner
წინა სტატიაშიერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება-თავდაცვის მინისტრი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიაგუდაუთაში აფხაზეთის ე.წ. პრემიერ–მინისტრის ახლო ნათესავი მოკლეს