27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“თვითკმაყოფილების დრო არ არის”- ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს ავრცელებს და 26 მაისს გამართულ მასშტაბურ საპროტესტო მარშს ეხმაურება. დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, თუმცა კოლეგებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მოდუნების დრო არ არის.

ხოშტარია წერილში განსაკუთრებულ აქცენტს იმ მძღოლის სოლიდარობაზე აკეთებს, რომელმაც აქციისთვის აპარატურა უზრუნველყო და მოგვიანებით სამართალდამცავების მხრიდან რეპრესიების მსხვერპლი გახდა:

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, თვითკმაყოფილების დრო, რა თქმა უნდა, არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მანქანის მძღოლის გვერდში დადგომა, რომელმაც მარშის დროს აპარატურა შემოიტანა. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ამ ადამიანს არანაირი ტვირთი არ დააწვეს და მასზე ჯოხი არ გადატყდეს“, — წერს ელენე ხოშტარია.

ცნობილი გახდა, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ აპარატურა ოფისში გადაჰქონდა, პოლიციამ ღამით ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა, 1000 ლარით დააჯარიმა და მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვა. სოციალურ ქსელში დაზარალებული მძღოლის დასახმარებლად და ჯარიმის გადასახდელად მოქალაქეებმა უკვე მასშტაბური კამპანია დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშისაია: “გავრილოვის ღამის” საქმე მსოფლიოს 25 გამორჩეულ გადაწყვეტილებაში შევიდა
შემდეგი სტატიასათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმები მკაცრდება