თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 22 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან
ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი
მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა.
თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო
ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 22
მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო
ზონაშია გადაყვანილი.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში
იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის
გადაწყვეტილებებს

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე : მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოზიტიურად მართვადი, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს