თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის
რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის
მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში
გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა
ტრანსპორტიდან.
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში
მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძემ აჭარაში საკარანტინე ზონაში მყოფებს გამამხნევებელი წერილები, ქალებს კი ასევე ყვავილები გაუგზავნა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ექვს პაციენტს არ დაუდასტურდა