თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 68%-ია დათვლილი

უკანასკნელი მონაცემებით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 68%-ია დათვლილი, რომლს შედეგადაც, სეპარატისტ-დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ბიბილოვმა მიიღო ხმათა 54%, თიბილოვმა – 20,4%, ყველას წინააღმდეგ ხმა 0,9%-მა მისცა და გაუქმდა ხმათა 2,7% .

მანამდე გავრცელდა, რომ არჩევნები ბიბილოვმა მოიგო და რომ ლეონიდ თიბილოვი არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს აშშ-მ და ევროკავშირმა.

banner
წინა სტატიაშირუსი კომუნისტები ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას აღიარებენ
შემდეგი სტატიაესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს