თვითგამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც რევოლუციურ გეგმებს აანონსებენ, კითხვის ნიშნებს სვამს, რა დგას ამ ყველაფრის უკან – პაპუაშვილი

თვითგამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც აანონსებენ საკუთარ რევოლუციურ გეგმებს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს სვამს, რა დგას ამ ყველაფრის უკან, – ამის სესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის გუშინ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც დიღმელაშვილი ამბობს: „არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში ბევრი იარაღია და ყველას გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში, ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით“.

პაპუაშვილის თქმით, მათი გეგმაა ქვეყნის არევა, რისი ლუსტრაციაც იყო გუშინ.

„როდესაც თვითგამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აანონსებენ საკუთარ რევოლუციურ გეგმებს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს სვამს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გეგმები ხელისუფლების ხელში ჩაგდების, დემოკრატიის გვერდის ავლით. პრობლემა იმაში კი არ არის, ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში არის თუ არა ჩართული, პრობლემა იმაშია, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან და ცდილობენ, ლეგიტიმაციის, სახალხო მანდატის გარეშე ჩაერთონ ხელისუფლებაში და მიიტაცონ ხელისუფლება, შეფუთონ ეს, როგორც ტექნიკური მთავრობა თუ ეროვნული თანხმობის მთავრობა. თვითონ ეს ოქსიმორინი იყო – თანხმობის მთავრობა იძულებით. სადაც იძულებაა, იქ რა თანხმობაზე შეიძლება, იყოს საუბარი.

რაც შეეხება პარალელის გავლებას სხვადასხვა ასეთი ტიპის რევოლუციებთან და რევოლუციურ მოძრაობებთან, მას გუშინ წამოცდა, როგორც კადრებში ვნახე, საქართველოზეც უნდოდა თქმა და ბოლოს საუბარში, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და გადააკეთა საკუთარი სიტყვა. ეს აჩვენებს, რაც არის გეგმა. გეგმაა ქვეყნის არევა, რაზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ. გუშინ იყო ამ ყველაფრის ლუსტრაცია, დადასტურება. მერამდენე ტალღაა, პირველი ტალღა 2020 წლის შემდეგ იყო, როდესაც პარტიები ცდილობნენ რევოლუციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც დასრულდა ამ პარტიების სრული დისკრედიტაციით და რევოლუციის ჩაშლით. შემდეგ ვნახეთ ტელევიზიები, რომლებიც აწყობდნენ რევოლუციას, რაც დასრულდა ამ მცდელობის სრული ჩაშლით და ამ ტელევიზიების დისკრედიტაციით. ახლა ვხედავთ არასმათავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ 1-პროცენტიანი ბარიერით, დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შემცირებული იქნებოდა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაბულგარეთიდან ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი გააძევეს