თვითდაზიანებაზე პატიმარი პასუხისმგებელი თვითონ არის – სიმულაციებს, სპეკულაციებს თუ დაზიანებებს, წარმატება ვერ ექნება – კობახიძე

პატიმარი თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი თვითონ არის – სასჯელაღსრულების დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე, სადაც უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, „ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „სიმულაციებს, სპეკულაციებს, თუ დაზიანებებს, წარმატება ვერ ექნება“.

„არ ვიცი, ყველაფერი უკვე ძალიან კომიკურ სახეს იძენს. როდესაც ის ციხეში თავის ფეხით ჩაჯდა წინასწარ ვიცოდით, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ. ეს სცენარი ძალიან მარტივად ვითარდება, თვითდაზიანებაზე პატიმარი პასუხისმგებელი თვითონ არის. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე. ბუნებრივია, ყველა უწყება მოქმედებს ამ პასუხისმგებლობით, მაგრამ რაც შეეხება ამ სიმულაციებს, სპეკულაციებს, თუ დაზიანებებს, ბუნებრივია, მათ წარმატება ვერ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პატიმარი ასეთივე წარმატებული იქნებოდა საკუთარ სიმულაციებში. ბუნებრივია, ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა უწყებამ“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშივინ დგება სააკაშვილის თავდებში? – ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს – კობახიძე
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა