თვალწინ მიდგას შოთაძე როგორ იძლევა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუ როგორ ავალებდა ამ ბოდვებს ივანიშვილი – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა. უგულავამ აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები კატასტროფულად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ნიშნავს იმას, თუ როგორი პროვინციული დეგენერატიზმი სუფევს ხელისუფლებაში.

„თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა, რაშიც პროკურატურა ხშირად მონაწილეობს. თვალწინ მიდგას შოთაძე როგორ იძლევა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუ როგორ ავალებდა ამ ბოდვებს ივანიშვილი.

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენ რეგიონში მიდის ომი და ნებისმიერი ქმედება ან არასწორი გამოხედვაც კი შეიძლება იყოს აღქმული როგორც მხარედ დაკავება, რაც კატასტროფულად არ შეიძლება და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ინტერესი არის სწრაფად დასრულდეს საომარი მოქმედებები ჩვენ ორ მეზობელ პარტნიორ ქვეყანას შორის და ჩვენ პირიქით უნდა ვცდილობდეთ ეხლა მათ შორის შუამავლობას, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროცესი.

ამ დროს, ნებისმიერი მსგავსი რამის წამოწყება ნიშნავს როგორი პროვინციული დეგენერატიზმი სუფევს ჩვენ ხელისუფლებაში.“ – განაცხადა უგულავამ

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი კომისია საჯარო მოსამსახურეებს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატია“საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული”