თვალთვალი სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ოჯახზე – რას აცხადებს სუს-ი

მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის განცხადებით მათი ოჯახის წევრებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულად უთვალთვალებს. არამთვარობო ორგანიზაციები აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ბრალდებები კატეგორიულა უარყო.

„რა თქმა უნდა არ მაიმდინარეობდა და თუკი მიმდინარობდა პერსონალური დაცვის ინსპექტორს დაწყებული აქვს შესწავლა, მაშინ უნდა დაელოდოთ შედეგებს. თუკი ოპერატიული სამძებრო ან კონტრსაზვერვითი საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე არ არის განჩინების საფუძველზე მაშინ მიყურადება იქნება უკანონო თვალთვალი. ესეთ რამეს ადგილი არ ჰქონია“ – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ იყო თუ არა თვალთვალი კანონის ფარგლებში და ასევე პარლამენტსი შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც სარალიძის საქმეს იძიებს ამაზეც გააკეთოს რეაგირება და დადოს შესაბამისი დასკვნა.

“ჩვენ არ ვიცით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რა რეაგირება მოყვა, ისიც არ ვიცით თუ ხდებოდა თვალთვალი რა პროცედურების საფუძველზე ხდებოდა აღნიშნული. სამწუხაროდ, ალბათ ბევრს ვერაფერს გავიგებთ ასეთი დახურული სამართალპროცესის გამო, რომელიც მიმდინარეობს. სწორედ, ამიტომ საჭიროა საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის გაძლიერება. თუ გამოიკვეთება სამართალდარღვევა და დანაშაულის ნიშნები აუცილებლად მიუთითებთ, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის გამოსაძიებელი” – აღნიშნავს არასამთვრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” დირექტორი სოფო ვერძეული.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი : თეა წულუკიანის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში